"ლელომ" საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოსთვის გადაწყვეტილების გამოტანის კონკრეტული ვადის დაწესებას გულისხმობს - Palitra News

"ლელომ" საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოსთვის გადაწყვეტილების გამოტანის კონკრეტული ვადის დაწესებას გულისხმობს

2022-03-30 16:59:13+04:00

"ლელოს" საპარლამენტო გუნდმა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების შესატანად პარლამენტში ინიციატივა წარადგინა.

ინიციატივა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის კონკრეტული ვადის დაწესებას გულისხმობს, რა დროშიც მან საქმე არა მხოლოდ უნდა განიხილოს, არამედ უნდა გადაწყვიტოს იგი.

საკანონმდებლო ინიციატივის ავტორია "ლელოს" წევრი თორნიკე ართქმელაძე. ინიციატივას უკვე მოჰყვა გამოხმაურებები მმართველ პარტიასა და ოპოზიციაში. "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებით, ცუდი არ იქნება, თუ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის გადაწყვეტილების გამოტანის ვადები დაზუსტდება.