ირაკლი კობახიძის განცხადებით, ის, რომ რუსეთმა საქართველოში ომი არ დაიწყო, ხელისუფლების სიფრთხილის შედეგია.როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა, უკრაინისთვის ნატო უსაფრთხოების გარანტი იმის გამო ვერ გახდა, რომ მისი წევრი არ არის.
მისი განმარტებით, ნატოს შეთანხმების მეხუთე მუხლი არც საქართველოზე ვრცელდება, ამიტომ, „ქართულმა ოცნებამ“ მაქსიმალურ სიფრთხილე გამოიჩინა.
კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ ნეიტრალიტეტის საკითხი საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ხელოვნურად წამოსწია. რაც შეეხება მის გათავისუფლებას, მმართველი პარტიის ლიდერის შეფასებით, სააკაშვილის გათავისუფლება ნიშნავს დამატებით თავის ტკივილს უკრაინისა და საქართველოსთვის.
კობახიძემ მთავრობის ჩამოგდებასთან დაკავშირებით სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ დიდი არეულობის რესურსი არ აქვს.