საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა პროფესიული დღე აღნიშნეს. ღონისძიება საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა გახსნა, რომელმაც საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა, და გაწული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.
მინისტრმა ხაზი გაუსვა საგამოძიებო უწყების აქტიურ თანამშრომლობას აშშ-ისა და ევროკავშირის პარტნიორ უწყებებთან ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.