საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან სამშობლოში დაბრუნდა. სამხედრო მოსამსახურეებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი და ეროვნული გვარდიის უფროსი, დახვდნენ. მათ პირად შემადგენლობას მისიის წარმატებით შესრულება და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს.
ქართველ მშვიდობისმყოფელებს ევროკავშირის სამხედრო შტაბის თავმჯდომარე, ვიცე-ადმირალი ერვე ბლეჟანი, საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩი დიეგო კოლასი და თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ფრედერიკ კამპოსი გაესაუბრნენ და მისიის ღირსეულად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს.