"ნაციონალური მოძრაობის" განცხადებით, ეკონომიკის სამინისტრომ ფოთის პორტის მიმდებარე ტერიტორია აუქციონზე კანონის დარღვევით გაიტანა - Palitra News

"ნაციონალური მოძრაობის" განცხადებით, ეკონომიკის სამინისტრომ ფოთის პორტის მიმდებარე ტერიტორია აუქციონზე კანონის დარღვევით გაიტანა

2022-03-30 14:15:21+04:00

"ნაციონალური მოძრაობის" განცხადებით, ეკონომიკის სამინისტრომ ფოთის პორტის მიმდებარე ტერიტორია აუქციონზე კანონის დარღვევით გაიტანა. ანა წითლიძის თქმით, აუქციონი, რომლის ღირებულება 10 მილიონი ლარია, უნდა შეწყდეს, რადგან ტერიტორიის გასხვისება არა აღმასრულებელი ხელისუფლების, არამედ ფოთის მუნიციპალიტეტის პრეროგატივაა.

წითლიძე ასევე ამბობს, რომ აუქციონის პირობებში არ წერია ის ვალდებულებები, რომლის შესრულებაც შემსყიდველ კომპანიას მოუწევს. პარტია მოუწოდებს გენერალურ პროკურატუტას, საკითხზე მოკვლევა დაიწყოს.