პროკურატურა გახარიას პარტიის დაკავებული წევრისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, მერის წარმომადგენელს და მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ 9 პირს ბრალდება უკვე წარუდგინათ.
პროკურატურა მათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ქონების დაუფლებას ედავება.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია რომ გამოძიება გრძელდება და დანაშაულში მონაწილე სხვა შესაძლო პირთა დადგენის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.