შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტს შეხვდება - Palitra News

შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტს შეხვდება

2022-03-30 09:24:31+04:00

ვიზიტის ფარგლებში შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტს შეხვდება. დაგეგმილ შეხვედრაზე, მხარეები საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ ისაუბრებენ. საუბარი ასევე შეეხება ევროკავშირში განაცხადის შემდეგ შეფასების პერიოდს, იმისთვის რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭებაც შეძლებისდაგვარად მალე მოხდეს და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი საქართველომ ევროკავშირთან მუდმივი კომუნიკაციის რეჟიმში გაიაროს.

2 დღიანი ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრა ბელგიის პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტთან და სენატის სპიკერთან დელეგაციის შემადგენლობაში ლევან იოსელიანი, მაკა ბოჭორიშვილი და ლევან ქარუმიძე შედიან.