თეთრ სახლში ამბობენ, რომ ბაიდენისა და პუტინის შეხვედრა მხოლოდ რუსეთის მხრიდან ხელშესახები დეესკალაციის შემდეგაა შესაძლებელი. აშშ-ში აცხადებენ, რომ იქამდე სანამ ბაიდენი, რუსეთის პრეზიდენტთან გამართავს შეხვედრას, ამისთვის პუტინის მხრიდან დიპლომატიისადმი მკაფიო, ჭეშმარიტი ერთგულების დამტკიცებაა საჭირო.
აშშ-ის პრეზიდენტმა, გუშინ განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან პირდაპირი შეხვედრა შესაძლებელია, თუმცა წინაპირობები მას საჯაროდ არ გამოუცხადებია.