აშშ-ის ევროპული სარდლობის უფროს გენერალს მიაჩნია, რომ რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების გადაჭარბებულად შეფასების მიზეზი, შესაძლოა, აშშ-ის დაზვერვის ხარვეზი იყო. გენერალი აღნიშნავს, რომ კრიზისის დასრულების შემდეგ, მათი მხრიდან მოვლენების ყოვლისმომცველი მიმოხილვა განხორციელდება ყველა სფეროში იმის გასარკვევად, სად იყო მათი სუსტი მხარე შეფასების დროს.