ბრიტანეთის თავდაცვა დარწმუნებულია, რომ რუსეთმა კიევის აღება ვერ შეძლო. უწყებაში ამბობენ, რომ ამის მიზეზი უკრაინის მხრიდან განხორციელებული წარმატებული კონტრშეტევები გახდა.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროში პროგნოზირებენ, რომ რუსეთი ახლა საბრძოლო ძალასლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში გადაიტანს, რომლებიც რუსული ჯარების მიერაა ოკუპირებული.