ომის 35 დღე უკრაინაში. ქვეყნის ძალები კიევის ოლქში ოკუპანტების მიერ დაკავებულ ტერიტორიებს იბრუნებენ.ქალაქი ირპინი, რომელიც კიევის გვერდით მდებარეობს, მისი თითქმის 95% კვლავ უკრაინის კონტროლის ქვეშაა.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი წარუმატებლად მიიჩნევს რუსული ჯარების შეტევას ხარკოვის, კიევისა და სუმის რეგიონებზე. უკრაინული ძალები აღნიშNულ რეგიონებსა და ოლქებს უკვე ათავისუფლებენ.
რუსეთის მიერ რეგიონული ადმინისტრაციის შენობაზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა, დაშავებულია 33 ადამიანი.
ჯერ-ჯერობით უცნობია, რუსულ ძალებს ნამდვილად გაჰყავთ თუ არა კიევიდან ძალები, თუმცა გუშინ აშშ-მა გავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი თავისი გარკვეული ძალების გაყვანას იწყებს კიევის შემოგარენიდან, რაც უკრაინაში რუსეთის სტრატეგიის ცვლილების ნიშანია.