ბავშვობიდან ჰქონდა ხატვის ნიჭი და ყოველთვის ცდილობდა საკუთარი ფიქრები ტილოზე გადმოეტანა, თუმცა სანამ ფინანსურ დამოუკიდებლობას არ მიაღწია, მისთვის ბევრი ნამუშევრის შექმნა რთული აღმოჩნდა.გარდა მხატვრობისა ბექა ოპერატორიცაა და გატაცებულია სხვა საქმიანობებით.
ბექა თვითნასწავლი მხატვარია. კონკრეტული მიმდინარეობა არ აქვს, თუმცა ცდილობს საკუთარ ნახატებში მხიარული ფერები დომინირებდეს, რადგან ადამიანი, რომელიც მის ნამუშევარს შეხედავს გახალისდეს.