არაბეთის გაერთიანებული საემიროების საინვესტიციო ფონდ „მუბადალას“ მთავარი აღმასრულებლის განცხადებით, მისი კომპანია რუსეთში ინვესტიციებს წყვეტს. „მუბადალას“ რუსეთში 50-ზე მეტ პროექტში აქვს მონაწილეობა მიღებული.
ფონდის მთავარი აღმასრულებლის ცნობით, ამჟამად რუსეთზე კომპანიის ინვესტიციების 1 პროცენტზე ნაკლები მოდის და იქაურ პროექტებში მონაწილეობის შეწყვეტა, მის ბიზნესს არ დააზარალებს.
„მუბადალამ“ 2013 წელს, რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდთან ერთად, ერთობლივი ფონდი ჩამოაყალიბა, რომლის განკარგულებაშიც 2 მილიარდი დოლარი შევიდა. იქიდან მოყოლებული, 2020 წლისთვის ერთობლივმა ფონდმა 50-ზე მეტ პროექტში, დაახლოებით 2.3 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.
„მუბადალას“ საინვესტიციო პაკეტი 243 მილიარდ დოლარს აღწევს. კომპანია რუსეთში სხვადასხვა პროექტში, ჯამში 6 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავდა.