სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დასრულდა - Palitra News

სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დასრულდა

2022-03-29 16:08:00+04:00

სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დასრულდა, - ინფორმაციას უკრიანული მედია ავრცელებს.

როგორც ცნობილია, მოლაპარაკებები ხვალ გაგრძელდება. უნიანის ცნობით, შეხვედრის შემდეგ საუბრისას უკრაინის დელეგაციამ განაცხადა: გარანტიისთვის მათ ბევრი ქვეყანა სჭირდებათ, მათ შორის თურქეთი.

შეგახსენებთ, რომ მოლაპარაკებები დღეს ადგილობრივი დროით დაახლოებით 10:30 საათზე დაიწყო.