საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2021 წლის საარჩევნო დავების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს. საიას თავმჯდომარის ნიკოლოზ სიმონიშვილის განცხადებით, 2021 წელს ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან წარდგენილ საჩივრებზე რეაგირება არაეფექტური იყო. მისივე თქმით, საიამ ჯამში 465 საჩივარი წარადგინა რომლის ნახევარიც საარჩევნო უბენბის შემაჯამებელი ოქმების გადათვლის საკითხს შეეხებოდა.