უკრაინულმა ავიაციამ რუსი დამპყრობლების სამხედრო ტექნიკას და ცოცხალ ძალას შეუტია - Palitra News

უკრაინულმა ავიაციამ რუსი დამპყრობლების სამხედრო ტექნიკას და ცოცხალ ძალას შეუტია

2022-03-29 12:28:03+04:00

უკრაინის შეიარაღებული ძალები კონტრშეტევებზე გადავიდნენ. უკრაინულმა ავიაციამ რუსი დამპყრობლების სამხედრო ტექნიკას და ცოცხალ ძალას შეუტია. შედეგად რუსეთის ფედერაციის 17 საჰაერო სამიზნე განადგურდა.

მტრის ჯარებმა კრივოი როგიდან 60 კილომეტრით უკან დაიხია. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რეგიონში კიდევ რამდენიმე დასახლება გაათავისუფლეს, სადემარკაციო ხაზი კი ხერსონის ოლქის ტერიტორიაზე გადავიდა.

უკრაინელმა ჯარისკაცებმა ხელში მტრის სამხედრო ტექნიკა ჩაიგდეს. ისინი თავდაცვითი ოპერაციის ჩატარებას აღმოსავლეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ მიმართულებით აქტიურად აგრძელებენ.