კახა კალაძის ინფორმაციით, სამგზავრო აბონემენტები საბანკო ბარათს მიებმება და მგზავრს აღარ მოუწიოს ცალკე სამგზავრო ბარათის ტარება - Palitra News

კახა კალაძის ინფორმაციით, სამგზავრო აბონემენტები საბანკო ბარათს მიებმება და მგზავრს აღარ მოუწიოს ცალკე სამგზავრო ბარათის ტარება

2022-03-29 11:45:10+04:00

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, უკვე მაისიდან სამგზავრო აბონემენტები საბანკო ბარათს მიებმება და მგზავრს ცალკე სამგზავრო ბარათის ტარება აღარ მოუწევს. ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით დღეის მდგომარეობით სხვადასხვა კატეგორიების 55 000-მდე აბონემენტია გაყიდული.