სახელმწიფო ორგანოთა შორის კომპეტენციების დავის საკითხზე მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებს დღეს განიხილავენ. ცვლილებები პირველი მოსმენით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა. ახალი კანონის პროექტი რამდენიმე სახის ნორმებს ითვალისწინებს.
მოქმედი კანონის თანახმად, სახელმწიფო ორგანოს მეორე ორგანოს წინააღმდეგ კომპეტენციის შესახებ დავის წამოწყება, მის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტის საფუძველზე შეუძლია.