დავით კეზერაშვილი და ალექსანდრე ნინუა თავდაცვის სამინისტროს 5 მილიონ 60 ათას ევროს აუნაზღაურებენ. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო. ორივე მათგანს ბრალი, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფოს დიდი ოდენობით ფულადი თანხების მითვისება/გაფლანგვის ფაქტზე წარედგინათ.