უკრაინის პრეზიდენტი პარტნიორი ქვეყნებისგან სამხედრო აღჭურვილობის გადაცემას მოითხოვს. ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინელი ხალხი ყოველდღე იხოცება. ეს შედეგი კი არ უნდა დადგეს იმ მიზეზით რომ რიგმა ქვეყნებმა, ვერ იპოვეს საკმარისი გამბედაობა უკრაინას საჭირო იარაღი გადასცენ.
უკრაინის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ მათ ვისაც ვერტმფრენების, ტანკების, ჭურვებისა და საჭირო არტილერიის მიწოდების მხრივ შიში გააჩნიათ, დაღუპული ადამიანების პასუხისმგებლობის ქვეშ დგებიან.