ომის 34-ე დღე - როგორი იყო გასული ღამე უკრაინისთვის - Palitra News

ომის 34-ე დღე - როგორი იყო გასული ღამე უკრაინისთვის

2022-03-29 09:16:54+04:00

რივნის რაიონის ლაბორატორიულმა ცენტრებმა და საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ლაბორატორიებმა რადიაციის წინააღმდეგ სამუშაოები უკვე დაასრულეს. რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, შედეგად, ქიმიური და რადიაციული ფონი ნორმალურ ფარგლებში რჩება და მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. პოზიციური სიახლეები აქვთ ოკუპანტებს აღმოსავლეთ უკრაინაში. რუსეთმა, ადგილზე "ვაგნერის ჯგუფის" დაქირავებული ჯარისკაცები განათავსა.

დიდი ბრიტანეთის ინფორმაციით, ჯგუფი უკრაინაში საბრძოლო ოპერაციების განსახორციელებლად ლიდერების ჩათვლით, 1000-ზე მეტ ჯარისკაცს გამოიყვანს. უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, ალყაში მოქცეული საპორტო ქალაქის სულ მცირე, 5000 მცხოვრები, მათ შორის 210 ბავშვი დაიღუპა. ამჟამად მარიუპოლში, 170 000 მცხოვრები იმყოფება.

ქალაქის მრავალსართულიანი კორპუსების 90% დაზიანებულია, ხოლო მათგან 40%-ზე მეტი სრულიად განადგურებული. სარაკეტო იერიშების შედეგად 7 საავადმყოფო დაზიანდა, 3 კი განადგურდა. დანგრეულია 23 სკოლა.