საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, რომელიც ამჟამად უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ამბობს, რომ უკრაინამ ყველაზე ძვირფასი რამ, რუსებთან ომის გამოცდილება აჩუქა.
"ცხოვრებაში ბევრი ძვირფასი საჩუქარი მიმიღია, მაგრამ ასეთი ძვირფასი რაც ერთი თვის განმავლობაში უკრაინამ მაჩუქა, იშვიათად.ალბათ 25-ოდე წელი კიდევ ვიცოცხლებ და ამ დროის განმავლობადი ერთი ომი მაინც აუცილებლად კიდევ მოგვიწევს რუსებთან და აუცილებლად გამოვიყენებ უკრაინის საჩუქარს - რუსებთან ომის გამოცდილებას", - წერს ირაკლი ოქრუაშვილი