კიევის მერი - კიევში ომის დაწყების შემდეგ 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული - Palitra News

კიევის მერი - კიევში ომის დაწყების შემდეგ 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული

2022-03-28 21:15:11+04:00

კიევის მერის თქმით, უკრაინის დედაქალაქში 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე არის დაღუპული. აღნიშნულ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს

ვიტალი კლიჩკომ ასევე განაცხადა, რომ ომის დაწყების შემდეგ რუსეთის აგრესიის შედეგად კიევში 82 მრავალსართულიანი შენობა განადგურდა.

კიევის მერის თქმით, ომის დროს ქალაქში ოთხი ბავშვი დაიღუპა და 16 დაშავებული არასრულწლოვანი საავადმყოფოში იმყოფება.

მან ასევე დასძინა, რომ მთავრობამ კიევში 20-ზე მეტი ცხედრის იდენტიფიცირება ვერ შეძლო.