ვიომეთ რამდენიმე დღე, დავბრუნდით და ხელახლა მოვიკრებთ ძალას, - ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების“ ლიდერი, უკრაინაში მყოფი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, პირველი საბრძოლო დავალება შესრულებულია.
"პირველი საბრძოლო დავალება შესრულებულია! დეტალები ჯერ არ ითქმის, მაგრამ ოპერაცია წარმატებული იყო. ქართველების ჯგუფს ერთი ნაკაწრი არ გვაქვს, ოკუპანტებიდან კიდევ ბევრი გაუყვა საიქიოს გზას. მოკლედ ვიომეთ რამდენიმე დღე, დავბრუნდით და ხელახლა მოვიკრებთ ძალას. ბრძოლა გამარჯვებამდეა! სიკვდილი ოკუპანტებს! დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს!", - წერს ალეკო ელისაშვილი.