რუსებმა ძირითადი ძალისხმევა აღმოსავლეთისკენ გადაიტანეს (მარიუპოლი, გაერთიანებული ძალების ოპერაციის ზონა) და ცდილობენ ალყაში მოაქციონ ჩვენი ჯარები იზიუმსა და ვოლნოვახას შორის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.
მისი თქმით, მძიმე ბრძოლები გრძელდება იზიუმის მახლობლად და მტრის მოძრაობის შესახებ ცალსახა მონაცემები ჯერ არ არსებობს.
ცნობისათვის, აშშ-ის შეფასებით, უკრაინის სწრაფად დაპყრობის მიზნით პუტინმა ყურადღება გაამახვილა უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონების ოკუპაციაზე, რათა ყირიმისკენ სახმელეთო დერეფანი გაეხსნა.