უკრაინის შეიარაღებული ძალები - 600-მდე რუსი ჯარისკაცის ცხედარი ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში გადაასვენეს - Palitra News

უკრაინის შეიარაღებული ძალები - 600-მდე რუსი ჯარისკაცის ცხედარი ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში გადაასვენეს

2022-03-28 08:22:20+04:00

ბოლო 5 დღის განმავლობაში უკრაინაში დაღუპული რუსი ჯარისკაცების 600-მდე ცხედარი რუსეთის ფედერაციის ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში გადაასვენეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაღუპულების უმრავლესობ დასავლეთის სამხედრო ოლქის პირველი სატანკო არმიის 47-ე სატანკო დივიზიაში მსახურობდა.

„უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ მტრისთვის მნიშვნელოვანი ზარალის მიყენებას. არსებული ინფორმაციით, ბოლო ხუთი დღის განმავლობაში უკრაინაში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების 600-მდე ცხედარი ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის სამხედრო გარნიზონებში გადაასვენეს. მათი უმეტესობა დასავლეთის სამხედრო ოლქის პირველი სატანკო არმიის 47-ე სატანკო დივიზიაში მსახურობდა,“- აცხადებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში.