ოლაფ შოლცი - გერმანია, რუსეთისგან პოტენციური თავდასხმისგან დასაცავად, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის შეძენას განიხილავს - Palitra News

ოლაფ შოლცი - გერმანია, რუსეთისგან პოტენციური თავდასხმისგან დასაცავად, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის შეძენას განიხილავს

2022-03-28 08:20:31+04:00

გერმანიის მთავრობა, რუსეთისგან პოტენციური თავდასხმისგან დასაცავად, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის შეძენის საკითხს განიხილავს, - ამის შესახებ კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა გერმანიამ თავდაცვის ისეთისისტემა შეიძინოს, როგორიცა ისრაელის რკინის გუმბათია, შოლცმა უპასუხა:

„ეს, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი საკითხია, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ. უნდა ვიცოდეთ, რომ გვყავს მეზობელი, რომელიც მზად არის გამოიყენოს ძალადობა საკუთარი ინტერესების განსახორციელებლად”.

ამასთან, გერმანიის კანცლერმა არ დააკონკრეტა რა ტიპის სისტემის შეძენას განიხილავს ბერლინი.