უკრაინის სამხედრო დაზვერვის განცხადებით, რუსეთი უკრაინის ორად გაყოფას გეგმავს - Palitra News

უკრაინის სამხედრო დაზვერვის განცხადებით, რუსეთი უკრაინის ორად გაყოფას გეგმავს

2022-03-27 15:13:38+04:00

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ რუსეთი ცდილობს უკრაინის ორად გაყოფას მოსკოვის მიერ კონტროლირებადი რეგიონის შესაქმნელად, მას შემდეგ, რაც მთელი ქვეყნის დაპყრობა ვერ შეძლო.

ახალი ამბების სააგენტო Reuters-ის ცნობით, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ რუსეთი ცდილობს „უკრაინაში შექმნას ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა“.

მისივე თქმით, უკრაინა მალე დაიწყებს პარტიზანულ ომს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე.