კაჭკაჭი - მართალია, ნაკლებად გაბარიტული, ორიგინალურობასა და მომხიბვლელობას მოკლებული კაჭკაჭი ერთი შეხედვით არაფრით გამოირჩევა, მაგრამ სინამდვილეში, ფრინველს ძალიან საინტერესო ქცევის მანერა აქვს და უჩვეულო თავისებურებებით ხასიათდება.
სამწუხაროდ, ბევრს ძალიან არ უყვარს, ბევრი კი, უბრალოდ უფრთხის ფრინველს, რომელსაც მითებისა და ლეგენდების გარდა, ცრურწმენებიც მრავლად უკავშირდება. მაგალითად, სლავები კაჭკაჭს ზარალისა და უბედურების მაცნედ მიიჩნევენ, სკანდინავიელებისთვის, ფრინველი ჭორებთან და ყბედობასთან, ცილისწამებასა და ღალატთან ასოცირდება, ამერიკელი ინდიელები კი, დარწმუნებული არიან, რომ სწორედ კაჭკაჭად გარდასახული ევლინებიან ადამიანებს ალქაჯები და კუდიანები.