ამერიკის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ პუტინის სტატუსს, როგორც ომის დამნაშავეს სამართლებრივი განმარტება მიეცემა. ჯო ბაიდენი პირობას დებს, რომ მილიონობით უკრაინელის ტანჯვის შესამსუბუქებლად თავის წვლილს აუცილებლად შეიტანს. ამერიკის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ერთადერთი რაც თავიდანვე შეიძლება გაკეთდეს, უკრაინის დასახმარებლად, დემოკრატიული სახელმწიფოების გაერთიანებაა. ბაიდენმა, ხაზი გაუსვა რისკებს, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო საყოველთაო უსაფრთხოებას ემუქრება.