უკრაინა და რუსეთი ომის დასასრულებლად 6-დან 4 საკვანძო საკითხზე „კონსენსუსს“ უახლოვდებიან. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ორ ქვეყანას შორის არსებულ მოლაპარაკებებში ძირითად საკითხებზე შეთანხმება თითქმის მიღწეულია.
„ჩვენ გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს როგორც ბატონ პუტინთან, ისე ბატონ ზელენსკისთან“, - აღნიშნა ერდოღნმა.
თურქეთის საპრეზიდენტო ოფისის ცნობით, „მათი ძალისხმევა მიზნად ისახავს ორი ლიდერის გაერთიანებით მშვიდობიანი ატმოსფეროს ჩამოყალიბებას“.
ამავე ინფორმაციით, კონსენსუსი თითქმის მიღწეულია ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა ნატო, განიარაღება, კოლექტიური უსაფრთხოება და „რუსულის ოფიციალურ ენად გამოყენება ტექნიკურ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში ბელორუსში მიმდინარე პროცესის დროს“.
ერდოღანის თქმით, არსებობს საკითხები, რაზეც შეუძლებელია უკრაინის თანხმობის მიღება - ეს არის ყირიმისა და დონბასის თემა.
„ვფიქრობ, ბატონმა ზელენსკიმ გამოავლინა ბრძნული ლიდერობა და გაგებით მოეკიდა საკითხის რეფერენდუმზე გატანას და თქვა, რომ ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღოს მთელმა უკრაინელმა ხალხმა“, - დასძინა ერდოღანმა.