სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სარჩელის- „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" წარმოებაში მიღებას საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ ფაქტის გამარჯვებად ჩათვლა ნაადრევია.
როგორც გენერალური პროკურორი აღნიშნავს, ამ ეტაპზე სააკაშვილის დაცვის მხარის გამარჯვების არანაირი ნიშანწყალი არ არსებობს.გენერალური პროკურორის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ჩვეულებრივი პატიმარია და მისი როგორც პატიმრის უფლებები სრულად დაცულია.
შოთაძემ ასევე ისაუბრა იმ საქმეებზე, რომლებშიც ექს პრეზიდენტი ბრალდებული და მსჯავრდებულია და განაცხადა, რომ სააკაშვილმა საბიუჯეტო სახსრები არამიზნობრივად გახარჯა და გაფლანგა.