დღეიდან საერთაშორისო კამპანია "უკრაინაში მშვიდობისთვის" იწყება. ქართული სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მიერ დაფუძვნებული საერთაშორისო პლატფორმა კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობებს გეგმავს.
კამპანიის ფარგლებში, იგეგმება მასშტაბური ლაივ კონცერტის მარათონი, რომელიც გააერთიანებს მსოფლიოს ხელოვანებს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნით. შეიქმნა სოციალური მედია პლატფორმა. პარალელურად, დაფუძვნდება საერთაშორისო პლათფორმა დონაციისთვის უკრაინელი ხალხის ჰუმანიტარული დახმარების მიზნით.