კორონავირუსის 590 ახალი შემთხვევა, 10 გარდაცვლილი პაციენტი - 25 მარტის კოვიდსტატისტიკა საქართველოში - Palitra News

კორონავირუსის 590 ახალი შემთხვევა, 10 გარდაცვლილი პაციენტი - 25 მარტის კოვიდსტატისტიკა საქართველოში

2022-03-25 10:46:48+04:00

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 590 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 10 პაციენტი. ამავე მონაცემების თანახმად, 24 საათში ჩატარდა 20 918 კვლევა ტესტით და დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 2,82% შეადგინა.

ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე სულ დაინფიცირდა 1 645 301 ადამიანი და გარდაიცვალა 16 698 პაციენტი. ამ დროისთვის ქვეყანაში ჩატარებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო 2 850 298 დოზა აცრა. გასული დღე-ღამის განმავლობაში კი 1 687 ადამიანი აიცრა.