ლუკა ბერულავა და კარინა საფინა მსოფლიო ჩემპიონატზე მოკლე პროგრამის შემდეგ მეოთხე ადგილზე არიან - Palitra News

ლუკა ბერულავა და კარინა საფინა მსოფლიო ჩემპიონატზე მოკლე პროგრამის შემდეგ მეოთხე ადგილზე არიან

2022-03-25 10:04:48+04:00

საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში ჩატარდება 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში მიმდინარეობს. ტურნირზე ასპარეზი უკვე დაიწყეს ქალებმა და სპორტულმა წყვილებმა.

საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გუბანოვამ მოკლე პროგრამაში 62.59 ქულა მიიღო და მე-14 ადგილი დაიკავა, რაც საკმარისი აღმოჩნდა ფინალურ ეტაპზე გადასასვლელად. თავისუფალ პროგრამას გუბანოვა 25 მარტს შეასრულებს.

კარინა საფინას და ლუკა ბერულავას მოკლე პროგრამა კი მსაჯებმა 67.36 ქულად შეაფასეს და წყვილმა მეოთხე ადგილი დაიკავა. სპორტული წყვილები თავისუფალ პროგრამას დღეს საღამოს შეასრულებენ. დღესვე ასპარეზში კაცები ჩაერთვებიან, მათ შორის ქართველი მოციგურავე მორის ყვითელაშვილი.

მსოფლიო ჩემპიონატის პირდაპირი ტრანსლაციების ყურება ISU-ს ოფიციალურ Youtube-არხზეა შესაძლებელი.