ედ შირანი და კამილა კაბეიო უკრაინისთვის იმღერებენ - Palitra News

ედ შირანი და კამილა კაბეიო უკრაინისთვის იმღერებენ

2022-03-25 09:57:19+04:00

ბოლო კვირების განმავლობაში არაერთმა არტისტმა გამოუცხადა სოლიდარობა უკრაინას. ზოგიერთმა კონცერტი გააუქმა, ბევრმა მათგანმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე საკუთარი მუსიკა ყველა პლატფორმიდან წაშალა.„პუტინი უნდა წავიდეს!“ – ლეგენდარული ჯგუფი Pink Floyd რუსულ და ბელარუსულ პლატფორმებზე თავის მუსიკას წაშლის„ვლოცულობთ, რომ ამ შეშლილ სიტუაციას მალე მოეღოს ბოლო“ – ნიკ ქეივი პროტესტს უერთდება და მოსკოვში კონცერტებს აუქმებსსულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ედ შირანი და კამილა კაბეიო სხვა ვარსკვლავებს შეუერთდნენ და საქველმოქმედო კონცერტში, ITV მიიღებენ მონაწილეობას.„გული საშინლად მტკივა უკრაინელი ხალხის გამო“, – აცხადებს 29 წლის პოპ-ვარსკვლაი კამილა კაბეიო.ცნობისთვის, კონცერტი 29 მარტს, ბირმინგემში, Resorts World Arena-ზე ჩატარდება.