ცხინვალში მცხოვრები მოსახლეობის მიერ სტრასბურგისთვის წარდგენილი 370 საჩივრის დაუშვებლად გამოცხადებას, საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის მორიგ გამარჯვებას უწოდებს. სალომე ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ სტრასბურგის ამ გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აშკარა იურიდიულ და საერთაშორისო მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს.