უკრაინელი ოფიციალური პირის განცხადებით, ჩერნიგოვში 200-მდე მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული - Palitra News

უკრაინელი ოფიციალური პირის განცხადებით, ჩერნიგოვში 200-მდე მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული

2022-03-25 08:39:51+04:00

რუსი ოკუპანტების მიერ განხორციელებული დაბომბვების შედეგად, ჩერნიგოვში 200-მდე მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა. ამის შესახებ უკრაინული მედია ჩერნიგოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე ვიაჩესლავ ჩაუსზე დაყრდნობით წერს.

„ჩერნიგოვი მუდმივი დაბომბვების ქვეშ არის. იღუპებიან ადამიანები. 200-მდე დაღუპულია მშვიდობიან მოსახლეობაში“, - აცხადებს ჩაუსი.

ამასთან „უკრინფორმმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამხედროებმა მტრის კოლონა გაანადგურეს, რომელიც ერთი ტანკისა და ჯავშანმანქანებისგან შედგებოდა.