ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსეთი, კონტინენტის შანტაჟისთვის, ენერგეტიკას ვეღარ გამოიყენებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, რუსეთს არ მიეცემა უფლება, ნავთობისა და გაზის რუბლში გადახდის მოთხოვნის შესახებ, რადგან ეს იქნება სანქციებისთვის გვერდის ავლა.
,,ეს იქნება ცალმხრივი გადაწყვეტილება და ხელშეკრულების აშკარა დარღვევა. ეს, სანქციებისთვის გვერდის ავლის მცდელობა იქნება. ჩვენ არ დავუშვებთ, ჩვენი სანქციებისთვის გვერდის ავლას. დრო, როდესაც ენერგეტიკა შეიძლება, გამოყენებული ყოფილიყო ჩვენი შანტაჟისთვის, დასრულდა", - განაცხადა ლაიენმა.