ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ მარიუპოლსა და ნიკოლაივში სამედიცინო მარაგი ვერ შეაქვს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ტარიკ ჯასარევიჩი, რომელიც უკრაინის ქალაქ დნიპროში იმყოფება, BBC -სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ გაეროს ჯანდაცვის სააგენტო სპეციალურ პუნქტს ამზადებს მარაგების გადასატანად, თუმცა ორგანიზაციამ ვერ შეძლო მარიუპოლსა და ნიკოლაივში შეღწევა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ასევე აცხადებს, რომ 21 მარტამდე რუსი ოკუპანტების მხრიდან მედიკოსებზე 64 თავდასხმა დადასტურდა.
ჯასარევიჩის თქმით, თავდასხმების ობიექტები არიან საავადმყოფოები, სამედიცინო ცენტრები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილები.