აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ისინი გმობენ რუსეთის „გაუმართლებელ და არაპროვოცირებულ აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ".
„ჩვენ ერთიანი ვართ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში. ერთიანი ვართ ჩვენს გადაწყვეტილებაში, დავიცვათ ჩვენი საერთო ღირებულებები, მათ შორის დემოკრატია, ადამიანის უფლებების პატივისცემა, გლობალური მშვიდობა და სტაბილურობა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი“, - ნათქვამია ლიდერების ერთობლივ განცხადებაში.
მათი მტკიცებით, შეერთებული შტატები და ევროკავშირი მხარს უჭერენ ექსპერტების მუშაობას, რომლებიც უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულებების მტკიცებულებებს აგროვებენ.