უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ლატვიის რესპუბლიკის სეიმის სპიკერს, ინარა მურნიეჩეს, ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის სპიკერს, ვიქტორია ჩმილიტე-ნილსენს და ესტონეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს, იური რატასს კიევში შეხვდა.
მედიის ინფორმაციით, უკრაინის ლიდერმა ხაზი გაუსვა მათი ვიზიტის მნიშვნელობას რუსეთის შეჭრით გამოწვეული უსაფრთხოების მძიმე ვითარების ფონზე.
"პირველივე საათებიდან თქვენ ჩვენთან ხართ - ლიდერების დონეზე, ერების დონეზე. ამიტომ ვართ თქვენი მადლობელი. უკრაინაში ეს ყველას ესმის, ყველა აფასებს", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინელ ხალხს უდიდესი ნდობა აქვს ბალტიის ქვეყნებისა და პოლონეთის მიმართ.
"უკრაინელ ხალხს უდიდესი ნდობა აქვს თქვენი ქვეყნების და პოლონეთის მიმართ. ეს შეესაბამება თქვენ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს უკრაინის მიმართ", - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის პარლამენტების სპიკერებს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგები გააცნო და აღნიშნა, რომ რუსული ძალები განზრახ ესხმიან თავს მშვიდობიან მოსახლეობას და ანადგურებდნენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. ამასთან, პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, აგრესორი ცდილობს ალყაში მოაქციოს დიდ ქალაქები, როგორიცაა მარიუპოლი, ხარკოვი, ჩერნიგოვი და სუმი, რამაც ბევრ დასახლებაში ჰუმანიტარული კატასტროფა შექმნა.
ზელენსკის თქმით, მოქალაქეების, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის ეფექტური დაცვის მიზნით, უკრაინას სჭირდება იარაღი - საჰაერო თავდაცვა, თვითმფრინავები და ჯავშანტექნიკა.
„ბალტიის ქვეყნებისა და სხვა პარტნიორი ქვეყნების სამხედრო და ფინანსური დახმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უკრაინისთვის“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.