საქართველოს განათლების მინისტრი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს შეხვდა. მიხეილ ჩხენკელი, თბილისის 198-ე სკოლის სწავლების პროცესში დაგეგმილ არაფორმალურ აქტივობებსაც დაესწრო.
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში მინისტრმა, მოსწავლეების მიერ შექმნილი სუვენირები, ნახატები და მაგნიტური ფიგურები დაათვალიერა.
ჩხენკელმა, სპეციალური საგანმანათლებლო საჭროების მქონე მოზარდებისთვის მორგებულ სკოლაზეც ისაუბრა, და აღნიშნა, რომ 198-ე საჯარო სკოლა სწავლების პროცესში თანამედროვე მიდგომების დანერგვისა და მოსწავლეებისთვის სხვადასხვა მხარდამჭერი ინიციატივების განხორციელების კუთხით ყოველთვის გამოირჩეოდა.