"რუსთავის აზოტში" საწარმოო პროცესს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. აღინიშნა, რომ რუსთაველებისთვის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება მერიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხია.
მსხვილი საწარმოების მონიტორინგის კამპანია ქალაქში, აქტიურად გრძელდება. პროცესს, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე და ბიზნესასოციაციის პრეზიდენტიც გაეცნო.