უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლი დავით რატიანი საკუთარ საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს. დღეს საღამოს მის ცხედარს უკვე ქაშუეთის ტაძარში დაასვენებენ.
მეორე გარდაცვლილი გმირის, გია ბერიაშვილის ცხედარი კი ოჯახის წევრების გადაწყვეტილებით, თემქის სასაფლაოზე მდებარე თაძარშია დასვენებული, სადაც ოჯახი სამძიმარს იღებს. უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები სამშობლოში - დღეს დილით ჩამოასვენეს.
დაღუპულ ჯარისკაცებს აეროპორტში, მათი ოჯახის წევრები, ახლობლებლები, პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები დახვდნენ. გმირების ჩამოსვენების პროცესს, საქართველოს პრეზიდენტიც დაესწრო.