პოპულარული ქართული როკ-ჯგუფი LOUDspeakers Mono Hall-ში სოლო კონცერტს გამართავს, რომელსაც უკრაინელ ხალხს მიუძღვნის. ჯგუფის და Lenø Records-ის ჰონორარები სრულად გადარიცხება უკრაინელი ხალხის დასახმარებელად შექმნილ სპეციალურ საქველმოქმედო ფონდში. ასევე, ბილეთებიდან შემოსული თანხის ნაწილს აღნიშნულ ფონდში, Mono Hall-იც გადარიცხავს.