ვფიქრობ, მსოფლიომ უკვე იცის ყველაფერი, რაც უნდა იცოდეს ვლადიმერ პუტინის შესახებ. თუ მათ ეს ვერ გაიგეს საქართველოში 2008 წლის ომის დროს, ვფიქრობ, ახლა ყველა მიხვდა, რომ არსებობს [პუტინის მიერ] ექსპანსიისადმი ინსტინქტი, რუსეთის ძველი, იმპერიალისტური ტენდენცია, რომელიც არსად მიდის, თუ მას გამბედაობა და სიმტკიცე არ დაუპირისპირდა , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რა დროსაც მას წამყვანმა ჰკითხა თუ რა უნდა იცოდეს მსოფლიომ ვლადიმერ პუტინის შესახებ იმ ყველაფრის საფუძველზე, რაც საქართველოს განუცდია და რაც ახლა უკრაინაში ხდება.
ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საჭიროა, რუსეთს აჩვენო, რომ უპასუხოდ არ ჩაივლის შეჭრა. მისი თქმით, შეჭრაზე რუსეთისადმი პასუხი აუცილებელი არაა „ძალისმიერი“ იყოს და ის შეიძლება „დასავლეთის ერთიანობით“ იყოს გამოხატული. საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინელების ერთიანობაზეც გაამახვილა ყურადღება.