ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც რუსეთის მოქალაქეებს მიმართავს. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ მისი ქვეყანა ომის წარმატებით დასასრულებლად ყველაფერს აკეთებს. ზელენსკი დარწმუნებულია, რომ საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ, უკრაინის ტერიტორიაზე რუსი დედები საკუთარ შვილებს მოსაკლავად აღარ გაგზავნიან.
უკრაინის პრეზიდენტი მიმართვაში ამბობს, რომ რუსეთში, პროპაგანდისტები რომლებიც, ომის შესახებ ტყუილებს ავრცელებენ, რუსეთის მოსახლეობის გადასახადებით ფინანსდებიან, რაც რუსეთის მოქალაქეებს კიდევ უფრო აღარიბებს.