რუსეთის საგარეო უწყებაში აშშ-ს ბრალდებებს რუსეთის მხრიდან კიბერშეტევის თაობაზე, აბსურდული და "რუსოფობიის ახალი აფეთქება" უწოდეს - Palitra News

რუსეთის საგარეო უწყებაში აშშ-ს ბრალდებებს რუსეთის მხრიდან კიბერშეტევის თაობაზე, აბსურდული და "რუსოფობიის ახალი აფეთქება" უწოდეს

2022-03-24 08:39:59+04:00

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ოლეგ სირომოლოტოვმა დაგმო აშშ-ის განცხადებები, რომ რუსეთი კიბერშეტევებს გეგმავს, დასავლური ბიზნესების გასვლის საპასუხოდ, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

,,ჩვენს მიმართ ეს ბრალდებები აბსურდულია", - განაცხადა სირომოლოტოვმა.

პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკული კომპანიების პატრიოტული მოვალეობაა, რომ თავიანთი კიბერდაცვა გააძლიერონ, რუსეთის შესაძლო თავდასხმებისგან. აღნიშნულ გაფრთხილებას, სირომოლოტოვმა ,,უკრაინაში შექმნილი ვითარების ფონზე, რუსოფობიის ახალი აფეთქება" უწოდა.