ამერიკულმა კორპორაციამ Nvidia წარმოადგინა ტექნოლოგია, რომლის საფუძველზე აპირებს, აამუშავოს მსოფლიოში ყველაზე სწრაფი სუპერ კომპიუტერი Eos. ამის შესახებ აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ რელიზში.
კომპანიის მონაცემებით, სუპერკომპიუტერი მუშაობას უკვე წელს შეუდგება. განცხადებაში წერია, რომ სუპერ კომპიუტერი დაეხმარება მეცნიერებს შეისწავლონ კლიმატის მეცნიერება, ციფრული ბიოლოგია და ხელოვნური ინტელექტის მომავალი.
ფლოპსი - (FLoating-point Operations Per Second) ეს არის არასისტემური ერთეული, რომელიც გამოიყენება კომპიუტერების წარმადობის გასაზომად. ის აჩვენებს, რამდენ ოპერაციას ასრულებს სისტემა წამში.